19:40 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 10:33:28, 897 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოსა და აჭარაში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2 არარეგისტრირებული, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში - ახუთსა და სარაქონში. 1 ცირკული ტიპის სახერხი საამქრო კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბესელაშვილებში დალუქეს.

"მოქალაქეებს უკანონო სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ახუთში სამართალდამრღვევს საამქროს ტერიტორიაზე ალვის სახეობის 7 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 1 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტიც (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული. 

ვინაიდან, სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics