|
2023-05-30 10:39:45, 797 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 32-ე საჯარო სკოლას ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა
ქ. თბილისის 32-ე საჯარო სკოლას აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლები, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და დაღუპული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ. „მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა სტუმრებს და სამშობლოსთვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობაზე ისაუბრა. სტუმრებმა საზეიმოდ გახსნეს სკოლის აბრა და გმირების მემორიალური დაფა, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა კი, სკოლას საჩუქრად სამახსოვრო დაფა გადასცეს. ბესარიონ კივილაძე 1993 წელს ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაიღუპა, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით. ალექსანდრე თანდაშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)