|
2023-05-29 20:37:59, 939 ნახვა
საზოგადოება
ქალაქ კასპში ასფალტბეტონის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ კასპში, მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტბეტონის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, ასფალტის დაგების სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ. სამუშაოების დათვალიერებისას მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, რომ ორივე დაწესებულება მოსახლეობის ჯანმრთელობას ემსახურება და მათი პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტული და აუცილებელია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანდაფინანსებით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)