17:12 - 18 Aug, 2026
|
2023-05-29 11:28:09, 1069 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზრდება - საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ცვლილებას მხარი დაუჭირა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9 -დან 11-მდე გაიზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილება, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში" შედის. ცვლილებებს დღეს მხარი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დაუჭირა. როგორც სხდომაზე პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განმარტა, აღნიშნული ცვლილებით სუბიექტების ჩამონათვალს, რომელთაც სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების შესაძლებლობა აქვთ, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ემატება. რაც შეეხება კანდიდატების არჩევის წესს, ამასთან დაკავშირებით პროცედურები არ იცვლება. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, ტექნიკური ხასიათის ცვლილება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც" განხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)