|
2023-05-28 12:38:41, 1618 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თუ გენგეგმით მიწის ნაკვეთის სტატუსი გაუარესდა, თბილისის მერია ვალდებულია, გამოისყიდოს მიწა ან მოახდინოს ადგილმონაცვლეობა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული სიუჟეტი, სადაც ოპოზიცია თბილისის მერიის კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს, არის სრული ტყუილი. ამის შესახებ მან მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მისი განმარტებით, მოქალაქე შალვა ქვრივიშვილის საქმეში არანაირი კორუფციის კვალი არ იკვეთება. „როდესაც გენგეგმით ხდება მიწის ნაკვეთის სტატუსის გაუარესება, დედაქალაქის მერია პირდაპირ ვალდებულია, ან გამოისყიდოს არსებული მიწა ან მოახდინოს ადგილმონაცვლეობა, რომ კერძო მესაკუთრეს პრობლემა არ შეექმნას და პირობები არ გაუუარესდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მესაკუთრეს გაუუარესდა მიწის სტატუსი. არსებულ ნაკვეთზე ის შენობა-ნაგებობას ვეღარ ააშენებდა. ამიტომაც მოხდა ამ მიწის მონაცვლეობა. მსგავსი შემთხვევები ბევრი ხდება, სადაც თბილისის მერია ვალდებულია, გამოისყიდოს ან სტატუსი შეუცვალოს ნაკვეთს“, - განმარტა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)