|
2023-05-26 18:48:35, 1102 ნახვა
საზოგადოება
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კასპში ფართომასშტაბიანი ღონისძიება გაიმართა
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კასპში ფართომასშტაბიანი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ბრძოლის ვეტერანებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი. ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის წინ ადგილობრივი ძალებით გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები.საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)