|
2023-05-26 13:32:38, 935 ნახვა
საზოგადოება
სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე ერთი პირი დააკავეს [ვიდეო]
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ევროკავშირის მხარდამჭერი აქციის ერთი მონაწილე დააკავეს. არსებული ინფორმაცით, დაკავებულ მამაკაცს ევროკავშირის დროშის შეტანა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სურდა. საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, დაკავებული პირი 2-ჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და კორიდორი გაარღვია. "ჩვენ განვუმარტეთ მოქალაქეებს, რომ ღონისძიება ტარდება აქ თავისუფლების მოედანზე და აქცია შეუძლიათ ჩაატარონ პარლამენტის წინ...ვესაუბრე აქციის ორგანიზატორს და მითხრა, რომ აქცია ვატარებო და როგორ არ არის აქცია ... განვუმარტე, რომ აქციას ვერ ჩაატარებს, რადგან მიმდინარეობს ღონისძიება თავისუფლების მოედანზე. არასრულწლოვანებთან თუ ისე იყო, ბიჭებს ეჭიდავებოდა და არაერთხელ მოუწოდეს და ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორიდორი. დასაკავებელია",- განაცხადა ვაჟა სირაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)