|
2023-05-26 10:28:57, 1062 ნახვა
საზოგადოება
26 მაისთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ვაშინგტონის ხიდი, ევროპის საბჭოს შენობა, სტამბოლის ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდი, სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს შენობა, ირლანდიაში დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett-ის ხიდი, ბაქოში „ჰეიდარ ალიევის ცენტრი" და ა.შ.
საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. დამოუკიდებლობის დღე დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე, 11:00 საათზე მთავარი სამხედრო ღონისძიებით - უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალით დაიწყება. ფიცის დადების ცერემონია თბილისთან ერთად, 10 რეგიონში გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)