|
2023-05-25 19:08:43, 1003 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო - ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში ღვთისმსახურებას ესწრებოდა, ინტერნეტსივრციდან გავიგეთ
საქართველოს საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამ დღეს ღვთისმსახურებას ესწრებოდა. ასე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო მიტროპოლიტი ნიკოლოზის მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღის მისალოცად ჩასვლის საკითხს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, მიტროპოლიტ ნიკოლოზის ვიზიტი მოსკოვში არ ყოფილა ოფიციალური და აღნიშნავენ, რომ მას პირადი საჭიროებებიდან გამომდინარე რუსეთის დედაქალაქში ჩასვლა უწევს ხოლმე. გარდა ამისა, გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს არ ყოფილა მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი. უკანასკნელ პერიოდში იგი არაერთხელ სწვევია მოსკოვს კერძო და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან მას რუსეთის დედაქალაქში ჰყავს ოჯახის წევრები და სხვა ახლობლები. "საქართველოს საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამ დღეს ღვთისმსახურებას ესწრებოდა, ვიდრე ინტერნეტში არ გავრცელდა შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა. გარდა ამისა, გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს არ ყოფილა მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი. უკანასკნელ პერიოდში იგი არაერთხელ სწვევია მოსკოვს კერძო და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან მას რუსეთის დედაქალაქში ჰყავს ოჯახის წევრები და სხვა ახლობლები", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)