|
2023-05-25 14:32:53, 893 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თბილისის მეტროპოლიტენისთვის ახალი ვაგონების შესყიდვა უახლოეს მომავალში გამოცხადდება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროპოლიტენისთვის ვაგონების შესყიდვაზე ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გამოცხადდა, თუმცა ვინაიდან კომპანია „მეტროვაგონმაში“ სანქციების ქვეშ მოექცა, ხელშეკრულება უქმდება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა. „პროცედურულად ძალიან მარტივი თემაა, ხდება აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმება. თქვენ იცით, რომ ეს იყოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ 2021 წელს გამოცხადებული შესყიდვა. კონკრეტული კომპანია იყო გამარჯვებული, მან წარმოადგინა ყველაზე დაბალი ფასი. აღნიშნული კომპანია მოექცა სანქციების ქვეშ, შესაბამისად, ხდება ხელშეკრულების შეწყვეტა“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, კითხვაზე - ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერიას ხომ არ ემუქრება დასანქცირება, მერი პასუხობს, რომ „მერია არაფერ შუაშია“. „მერია არ დასანქცირდება, ეს არის EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც მათი უშუალო ჩართულობითა და წესებით ჩატარდა. რაც შეეხება ახალი ვაგონების შესყიდვას, ამაზე გვექნება საუბარი პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა სამინისტროსთან და უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ შესყიდვას ვაგონების შესაძენად“,- განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)