|
2023-05-24 18:48:56, 791 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის ტრაგედიის შედაგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო
ბათუმის ტრაგედიის შედაგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დააანონსა. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ანაგი განახორციელებს. ახალ საცხოვრებელ სახლში სრულად დაკმაყოფილდება ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა ოჯახი. ,,მძიმე ტრაგედია გამოდგა როგორც ჩემთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ბათუმის ტრაგედიის მომსწრე იყო. უნდა გავაგრძელოთ ამ ტრაგედიის მიუხედავად წინ სიარული. იმედი მაქვს, რომ თითოეული ოჯახი ახალ სახლში მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას. ბედნიერებას გისურვებთ მთელი გულით" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის 8 მლნ. ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოები 2024 წლის აგვისტოში დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)