|
2023-05-24 00:07:41, 843 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - არაგადამდები დაავადებები, პრევენციისა და პირველადი ჯანდაცვის პარალელურად, მთავარ პრიორიტეტად რჩება
„2013 წელს, საქართველომ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო და მას შემდეგ, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. არაგადამდები დაავადებები, პრევენციისა და პირველადი ჯანდაცვის პარალელურად, მთავარ პრიორიტეტად რჩება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, ჯანმრთელობის მსოფლიო 76-ე ასამბლეის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიების მონაწილეებმა, საკუთარ ქვეყნებში, არაგადამდები დაავადებების მართვისთვის განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. თამარ გაბუნიამ, საქართველოში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის წარმატებაზე და მისი დახმარებით, არაგადამდები დაავადებების ეფექტურად მართვაზე ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის საფეხურზე პრევენციული პროგრამების, ადრეული დიაგნოსტიკისა და თავად იშვიათი დაავადების მართვის მრავალსაფეხურიანი კომპონენტი. „საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს აქვს წვდომა ქრონიკული დაავადებების მართვისთვის საჭირო მედიკამენტებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. 2013 წლამდე, აღნიშნული მიმართულება საერთოდ არ ფინანსდებოდა, დღეს კი მისი დაფინანსება 40 მილიონი ლარია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაცია, ღონისძიების ფარგლებში გამართულ დისკუსიებსა და მაღალი რანგის შეხვედრებში მონაწილეობს. ჯანმრთელობის მსოფლიო 76-ე ასამბლეა 24 მაისს დასრულდება.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)