|
2023-05-23 16:22:07, 760 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ანტიკორუფციული ბიუროს ახლად დანიშნულ უფროსთან, რაჟდენ კუპრაშვილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შსს-ს ცნობით, ვახტანგ გომელაურმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. "შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბიუროს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე - თანამშრომლობის ფორმატისა და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბების შესახებ იმსჯელეს. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მუდმივად ხდება ანტიკორუფციული მიმართულებით თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო გეგმები დასახეს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)