|
2023-05-18 16:46:44, 911 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - 2023 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვები 500 000 000 ლარამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ
2023 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვები 500 000 000 ლარამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ“,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობაზე საუბრისას განაცხადა. „გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები საზოგადოების განსაკუთრებული ჯგუფია, მათი უფლებების რეალიზებას მთავრობა სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამებით და პროექტებით ახორციელებს. 2015 წლიდან „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში დაწესებულია ბავშვის ბენეფიტი. 2022 წელს ეს თანხა 150 ლარამდე გაიზარდა, 2023 წლის ივლისიდან კი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თითოეულ ბავშვზე თვეში 200 ლარამდე იზრდება. შესაბამისად, 2023 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვები ნახევარ მილიარდ ლარამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. ყოველწლიურად იზრდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი და მრავალფეროვანი ხდება პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურებები. 2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი 66 მლნ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 15 მლნ ლარით აღემატება 2022 წლის ბიუჯეტს“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრმა პარლამენტში, ბავშვების უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, მაღალ სტანდარტს აწესებს ბავშვთა უფლებების რეალიზების თვალსაზრისით.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)