|
2023-05-18 15:10:02, 602 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - წელს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფინანსების DRG მოდელი უკვე საქართველოშიც წარმატებით დაინერგა და მოქმედებს
ანაზღაურების დიაგნოზთან შეჭიდული - DRG მექანიზმი, უკვე არაერთი წელია, წარმატებით მუშაობს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ერთი წლის წინ, ამ ტრიბუნიდან განვაცხადე, რომ პროგრამა მხოლოდ რამდენიმე შერჩეულ კლინიკაში, პილოტურ რეჟიმში მუშაობდა. წელს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფინანსების DRG მოდელი უკვე საქართველოშიც წარმატებით დაინერგა და მოქმედებს, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან, სამედიცინო სერვისებზე სტანდარტიზებული ფასები განისაზღვრა, რომლებიც თანაბარია, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის. „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯთეფექტურ, გეგმაზომიერ განკარგვაზე იმგვარად, რომ არ შეფერხებულიყო მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სერვისებზე და სამედიცინო დაწესებულებებს კვლავ მისცემოდათ განვითარების შესაძლებლობა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოგვეხდინა სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოდელის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც სამართლიან, გამჭვირვალე და ხარჯთეფექტურ მექანიზმებს ეყრდნობა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)