|
2023-05-18 12:11:52, 885 ნახვა
საზოგადოება
გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა - ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს
გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსის გართულების შედეგად 4 წლის ბიჭი დაიღუპა. როგორც გარდაცვლილი მცირეწლოვანის ოჯახის წევრები აცხადებენ, ბავშვს სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის რეკომენდაციების საფუძველზე მკურნალობდნენ, მას შემდეგ კი, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, 4 წლის ბიჭი კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს. ოჯახის წევრები "გორმედის" ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. "თბილისში უნდა წაგვეყვანა, ძალიან ცუდად რომ იყო... ექიმი გამოვიდა, „უიმე, ჩუტყვავილა აქვსო, აქ როგორ უნდა მივიღოო“. ვეუბნები, ექიმს, რომ ჩქარა, ცუდად არის, ან გადასხმა გაუკეთეთ, ან სხვა რამე-თქო, მაგრამ მოიცადე ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო. მოვკიდეთ ბავშვს ხელი, მაგრამ ერთი არ უთქვამს მოიცადე და აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო. პირდაპირ გამოვიტაცეთ ბავშვი და წამოვედით",- აცხადებს გარდაცვლილის ბებია. ოჯახის ნათესავის თქმით, მცირეწლოვანი გორიდან თბილისში წაიყვანეს, მაგრამ ბავშვი გზაში დაიღუპა. "ჩუტყვავილა ჰქონდა და დამძიმდა. როგორც ყოველთვის, "გორმედში" გულგრილად მიიღეს. წავიყვანეთ თბილისში, მაგრამ ვერ ჩავუსწარით, დედას ჩააკვდა ხელებში. როცა მიხვალ და ერთი საათი სჭირდება იმას, რომ რეანომობილი მობილიზდეს, ან საერთოდ რამე გაკეთდეს. ბავშვს ჩუტყვავილა აქვს და ვერ შევიყვანთ ოთახში, სად ოთახში ვერ შევიყვანთ, გადასხმას ბავშვს ვერ გავუკეთებთ, ხომ შეიძლება მისაღებში გაუკეთო ბავშვს გადასხმა, სადმე, თუ შენ გულგრილი არ ხარ",- ამბობს ოჯახის ნათესავი. "გორმედის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მშობლებმა ბავშვი კლინიკაში ამბულატორიული მომსახურების მიღების მიზნით მიიყვანეს, თუმცა მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებიდან თვითნებურად გაიყვანეს.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)