|
2022-11-15 16:49:24, 1125 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა თანხვედრაშია ევროპულ პოლიტიკასთან და შეჯერებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა, რომ საქართველოში გვქონდეს განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით კერძო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მექანიზმები, რათა ენერგეტიკული პროექტები უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ენერგეტიკის ბიზნესსექტორთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრმა კომპანიებმა, რომლებიც საქართველოში ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობენ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ პოტენციურ ინვესტორებსა და დეველოპერებს განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის პრეზენტაცია წარუდგინა. „ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, უწყვეტად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და გარკვეული სახელმწიფო გარანტიები, რათა კერძო სექტორმა რეალურად მოახერხოს ფინანსების მობილიზება და პროექტების განხორციელება," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, ენერგეტიკა განსაკუთრებული პრიორიტეტია დღევანდელი ხელისუფლებისთვის, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაზე უფრო აქტუალური საკითხია და შესაბამისად, საქართველოს მთავრობაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ენერგეტიკის სფეროს განვითარებას. „ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფი ტემპით განხორციელდეს განახლებადი ენერგეტიკული პროექტები. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ჩვენ შევაჯერეთ პოზიციები და მექანიზმები, რომელიც დღეს კერძო სექტორს შევთავაზეთ. იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორთან ერთად აქტიური განხილვისა და პოზიციების შეჯერების შედეგად მხარდაჭერის მექანიზმი ამოქმედდება მიმდინარე წელსვე, ამავე წელს მოხდება კონკურენტულ პირობებში პროექტების შერჩევა და უკვე მომავალი წლიდან პროექტების განხორციელება დაიწყება საკმაოდ სწრაფი ტემპით. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამას მხარს უჭერს ევროკავშირიც" – განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, გასულ კვირას შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრები ევროკომისიაში, მათ შორის ევროკომისართან ენერგეტიკის დარგში და საქართველოს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები ზუსტად, სრულად არის თანხვედრაში ევროპულ პოლიტიკასთან.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)