|
2022-11-09 15:28:11, 1659 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით CITYZEN თბილისში განსხვავებულ და მრავალფეროვან საცხოვრებელ სივრცეს ქმნის
„საქართველოს ბანკი“ დეველოპერული სექტორისა და ეკონომიკურად გამართული პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია CITYZEN- ი ახალ პროექტს CITYZEN Central Park - ს თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე ახორციელებს. CITYZEN Central Park ოთხი საცხოვრებელი ბლოკისგან და ერთი ბიზნეს თაუერისაგან შემდგარი პრემიუმ კლასის პროექტია. კომპლექსი 46 000 კვ. მეტრზე განთავსდება, საიდანაც 22 000 კვადრატული მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, რაც თბილისის ცენტრალური უბნისათვის უპრეცედენტო მასშტაბია. პროექტის ჯამური საინვესტიციო ოდენობა 180 000 000 აშშ დოლარს შეადგენს. საცხოვრებელი ბლოკების სართულიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულია და მისი მაქსიმალური სართული 25 იქნება. პროექტს უდიდესი რეკრეაციული სივრცის გარდა გამოარჩევს უნიკალური ლოკაცია; ექსკლუზიური ხედები; მრავალფუნქციურობა და თანამედროვე არქიტექტურა. „ჩვენ შემოგვაქვს დეველოპმენტის ახალი განზომილება. ესაა მდგრადი, ნაფიქრი და სისტემური განვითარება. მოხარული ვართ რომ ახალ, მასშტაბურ პროექტს ისეთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით ვახორციელებთ, როგორც „საქართველოს ბანკია“. ჩვენი პროექტი ბევრი ასპექტით გამოირჩევა. ესაა ყველაზე დიდი რეკრეაციული სივრცე, ავტომობილებისაგან თავისუფალი შიდა ეზო, ხელოვნური ტბა, ZEN სივრცე, იაპონური ბაღი, საბავშვო მოედანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი დახურული ავტოსადგომი და მომიჯნავედ მდებარე კომერციული ზონები. მომავლის არქიტექტურას, მინიმალისტური და იმავდროულად ასიმეტრიული ფორმები ქმნის. სწორედ ეს კონცეფციაა გამოყენებული ჩვენი პროექტის დიზაინში, რომელიც ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ემსახურება. CITYZEN Central Park, კომპანიისთვის პირველი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსისა და ბიზნეს ცენტრის მშენებლობის პარალელურად კომპანია გეგმავს ზრდა–განვითარებას და სხვა დეველოპერული პროექტების წამოწყებას როგორც დედაქალაქში, ასევე მის გარეთაც“,- განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე ტოგონიძემ. „სასიამოვნია, როცა შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი საინტერესო და გამორჩეული პროექტის განხორციელებაში, როგორც CITYZEN Central Park - ია. მისი სახით თბილისს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შეემატება, რომელსაც ქალაქში ყველაზე დიდი ეკომეგობრული, ZEN სივრცე ექნება. სწორედ ამიტომ, მშენებლობის პროცესში ერთდროულად არქიტექტურის უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები გამოიყენება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რომლის ფარგლებშიც 300–ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა სანდრო ძაგნიძემ, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)