|
2022-03-16 18:20:08, 646 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია პურისა და პურპროდუქტების მწარმოებლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი პურისა და პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს შეხვდნენ და საწარმოებში არსებული ფქვილის მარაგების და სამომხმარებლო ბაზარზე პურის შეუფერხებლად მიწოდების საკითხები განიხილეს. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არსებობს საკმარისი მარაგები, რათა უწყვეტ რეჟიმში მომარაგდეს ქვეყანა პურით. თითოეული მწარმოებელი აქტიურად მუშაობს იმპორტიორებთან, აქვთ გრძელვადიანი კონტრაქტები. ქვეყანაში, სამომხმარებლო ბაზარი სტაბილურად მარაგდება პურით, ასევე შეუფერხებლად მუშაობენ წისქვილები და არანაირი შეფერხება ამ მიმართულებით არ გვექნება“,- აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. შეხვედრაზე პურისა და პურპროდუქტების მწარმოებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საცხობებში მუდმივად არსებობს ფქვილის 14-20 დღის მარაგი, რაც ბაზარზე პურის სტაბილურ და შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს. როგორც პურის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, ლარსის საბაჟო პუნქტზე, დიდთოვლობის გამო, გარკვეული შეფერხება იყო ხორბლისა და ფქვილის შემოტანასთან დაკავშირებით, თუმცა დღეისათვის ეს პრობლემაც გადაჭრილია. ,,ლარსიდან ტვირთების შემოტანა უკვე განახლდა, შესაბამისად, ხორბლისა და ფქვილის მარაგების შევსების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პურის წარმოება და მიწოდება შეუფერხებლად განხორციელდება. დიდი წარმოებები ფქვილის მარაგებით უზრუნველყოფილი არიან. არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ინტენსიურად ვაწვდით“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნის მასშტაბით, წისქვილკომბინატებში არსებული ფქვილის მარაგები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისობაშია. სტაბილური სიტუაციაა ქვეყანაში გრძელვადიანი მარაგების მხრივაც. აღსანიშნავია, რომ უამინდობის გამო, ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებული შეზღუდვები უკვე მოიხსნა და ფქვილისა და ხორბლის შემოტანა შეუფერხებლად ხორციელდება.
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა
ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ
კობახიძე- ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)