|
2026-08-12 16:41:05, 257 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე- ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში
2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია, შემდეგ ეს გაგრძელდა და ვხედავთ ახალ ტალღას, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის კოორდინირებული მცდელობა და მათ შორის, ბარამიძის განცხადება აბსოლუტურად ამ კონტექსტში ჯდება. „ბარამიძის განცხადება აბსოლუტურად ამ კონტექსტში ჯდება და ვერ იქნება განხილული როგორც შემთხვევითი მოვლენა. როდესაც ასეთ რამეს ამბობს ბარამიძე, 35 წლის წინანდელ საკითხზე საუბრობს და ასეთ ტყუილს კადრულობს, ესეც ამ კოორდინაციის ნაწილი უნდა იყოს, ბუნებრივია. როდესაც ვხედავთ, როგორ დადიან უცხოელი აგენტები მაგალითად ბათუმის პლაჟზე რუსოფობიური განცხადებებით, ბანერებით, გზავნილებით, რა თქმა უნდა, ესეც არის ამ კოორდინაციის შედეგი. ჩვენ ვიცით, რომ არიან უცხოელი აგენტები, ისინი დადიან ბანერებით ბათუმის პლაჟზე და და ტურისტებს ეხებიან პირდაპირ, შემდეგ ამ ყველაფრის საფუძველზე კამპანიას აწარმოებს ისევ და ისევ იგივე აგენტურა - პოლიტიკოსები, პარტიული აქტივი, პარტიული ტელევიზიები, ისინი კოორდინირებულად მხარს უჭერენ ამ რუსოფობიურ კამპანიას. ეს არის კოორდინაციის შედეგი ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნით. გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყელა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში,"- აღნიშნა კობახიძემ. მისივე თქმით, ასევე იყო 2022 წელს, როდესაც მათ ვერ მიაღწიეს მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2022-ში სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება. „ადრეც ეგრე იყო, 2022 წელს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც მიიღეს უარი, შემდეგ გადავიდნენ შედარებით უფრო ირიბ მოთხოვნებზე, ეს იყო სანქციების დაწესება, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა. როდესაც ამითაც ვერ მიაღწიეს შედეგს, შემდეგ იყო ევროკავშირის საკითხი, რომლის გამოყენებასაც ცდილობდნენ შანტაჟისთვის. ესეც ვერ გამოიყენეს, ვინაიდან საზოგადოებამ გამოავლინა სიბრძნე ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამას მოაყოლეს შემდეგ მარტო იმ 1 წელიწადში სამი რუსოფობიური კამპანია. ამ კამპანიებში პირდაპირ იყო ჩართული მთელი აქტივი, უცხოური აგენტურა, ეს იყო მათ შორის პარტიული აქტივი, პოლიტიკოსები პირდაპირ იყვნენ ჩართულები რუსოფობიური კამპანიის გაღვივებაში და ტურისტების წინააღმდეგ იყო პირველ რიგში მიმართული ეს კამპანიები. საფრთხედ წარმოაჩენდნენ რუს ტურისტს, როგორც ასეთს. ამაში ჩართულები იყვნენ პოლიტიკოსები, ე.წ. „ენჯეოები", პარტაქტივი, მაშინდელი პრეზიდენტი სალომემ ზურაბიშვილი და პარტიული ტელევიზიები. სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია. მაგრამ მთელი აგენტურა, ნაცმოძრაობა, თავისი დანამატი პარტიებით, „ახალი" „ლელო" და ა.შ. იმ წელს არსებული პარტიები, ამაში იყვნენ ჩართულები, ასევე „ენჯეოები", მთელი აქტივი, პოლიტაქტივისტები და პარტიული ტელევიზიები, ანუ სამი რუსოფობიური კამპანია იყო მარტო 2022 წელს და შემდეგ ეს გაგრძელდა და ვხედავთ ახალ ტალღას,"- აღნიშნა პრემიერმა.
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)