|
2021-11-10 14:46:57, 1179 ნახვა
სამართალი
პროკურორმა გიგი უგულავას მიმართა - სასამართლოს და პროკურორს რომ შნირი უწოდოთ, ეს არ არის წესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. შეკემათება მოხდა საქმის პროკურორსა და დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას შორის, რომელიც სხდომას ბრალდებულის სტატუსით ესწრება. პროკურორმა გიგი უგულავას მიმართა, რომ სასამართლოში ქცევის წესები დაიცვას და ნუ აყენებას შეურაცხყოფას სასამართლოს. „მოქცევა არ იცით სასამართლოში, ნუ გვაყენებთ შეურაცხყოფას, სასამართლოს და პროკურორს რომ შნირი უწოდოთ, ეს არ არის წესი“, – მიმართა პროკურორმა გიგი უგულავას. ამასთან, უგულავამ პროკურორს ქცევა დაუწუნა: „ხელებს ნუ გვიშლი, დაწყნარდი და ეგ თვალები შოთაძეს უბრიალე. მოსამართლეებს მე არ გიცნობთ, წესით უნდა ვიცნობდე ვინც მასამართლებდნენ“. საქმის მოსამართლე სასამართლო სხდომის გაშუქების წესები კიდევ ერთხელ განმარტა. „გადაწყვეტილება ვთქვით და ასე იქნება“, – აღნიშნა მოსამართლემ. ამასთან, გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ინფორმაცია სწრაფად გადაიცემა და გაუგებარია, რატომ არის მოსამართლე სხდომის გამჭვირვალედ გაშუქების წინააღმდეგი. „საჯაროობა უზრუნველყოფილი არ არის, რაც თქვენი მოვალეობაა“, – მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლეს. ამასთან, სხდომაზე კამათი მოხდა მიხეილ სააკაშვილის არყოფნის საკითხთან დაკავშირებით. პროკურორმა განმარტა, თუ რაიმე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე. „მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ მოხდა, ვინაიდან ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს – თუ ობიექტური გარემოების გამო, ვერ ხდება ბადრაგირება, შესაძლებელია, ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე, მზაობას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა. დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობასაც განვიხილავთ“, – განაცხადა პროკურორმა. „ამ ფარსს როგორ უსმენთ“, – მიმართა გიგი უგულავამ სხდომის მონაწილეებს. ამასთან, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ასე ვერ გაგრძელდება სასამართლო სხდომა. „ასე ხო არ გავაგრძელოთ, ეს პოლიტიკური მიტინგები არ არის, გაგაძევებთ, თუ ესე გააგრძელებთ“, – მიმართა მოსამართლემ გიგი უგულავას.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)