|
2021-11-03 16:56:46, 1032 ნახვა
სამართალი
მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა - ადვოკატი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა. მისი განცხადებით, სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია. როგორც ქარდავამ აღნიშნა ის და მისის მეგობრები ქვეყნის უსაფრთხოებას იცავდნენ. „მე და ჩემი მეგობრები ვიცავდით საქართველოს უსაფრთხოებას. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. მტკიცებულებები არის გაყალბებული და ჩვენებები მიღებულია შურისძიების, შანტაჟისა და წამების გამოყენებით. არანაირი ნდობა არ გამაჩნია, რომ აქ აღსრულდება მართლმსაჯულება და დადგება ობიექტური განაჩენი. მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ დარბაზს“, – განაცხადა მეგის ქარდავამ. მისი ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით მეგიზ ქარდავა პოლიტიკური პატიმარია. „შუამდგომლობას დავაყენებთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით. მას პროცესებზე გამოცხადების შესახებ უარი არ უთქვამს. როგორც ამ საქმეზე, ისე ყველა სხვა საქმეზე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმარია. ამას ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეები, ვინაიდან სწორედ ამაზე მეტყველებს იძულებით მიცემული ჩვენებები” - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, მეგის ქარდავა უკრაინულმა მხარემ საქართველოს 17 სექტემბერს გადმოსცა. მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, 6 საქმეზე კი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მას ბრალი ედება პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)