|
2021-10-29 18:15:54, 1063 ნახვა
სამართალი
სააკაშვილის ტრანსპორტირების შემთხვევაში გზების ბლოკირება - სუს-მა სახელმწიფოს დამხობის მუხლით გამოძიება დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დაიწყეს გამოძიება ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე. უწყებაში აცხადებენ, რომ იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანისთვის ხელის შეშლა, კერძოდ, საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირება. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ დესტრუქციულ ქმედებებს, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის ჯარმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის 18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით. აღნიშნული საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. მათ განზრახული აქვთ ამ მოქმედებებით, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და ხელი შეუშალონ მსჯავრდებული მიხეილ სააკშვილის ეტაპირების პროცესს. ფაქტთან დაკავშირებით სუს-მა დაუყოვნებლივ წერილობით აცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. აღსანიშნავია, რომ საქმის ფიგურანტებმა, უარი განაცხადეს სახელმწიფო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც, ისინი გამოიკითხებიან სასამართლოში. სახელმწიფო უსაფრთხოების საქმეებით მანიპულირება, წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო აქტივობას, რამაც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ სუს-ში.
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)