13:18 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-31 11:36:36, 609 ნახვა

საზოგადოება
"S&P Global"-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დაუტოვა

სარეიტინგო სააგენტო "S&P Global"-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა უცვლელად დაუტოვა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უმძიმესი გლობალური კრიზისის შემდგომ, საკრედიტო რეიტინგის გაუარესების გარეშე შეძლო ეკონომიკის აღდგენის ფაზაში გადასვლა.

სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7.5 პროცენტი იქნება.

სარეიტინგო სააგენტო რეიტინგის მთავარ ძლიერ მხარეებად განიხილავს საქართველოს ინსტიტუციონალურ სიძლიერეს, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმსა და მაღალ საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერას, რისი დემონსტრირებაც გასულ წელს პანდემიასთან ბრძოლისას მოხდა, როდესაც საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა მიიღო.

მომავალი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სწორედ ამ სიძლიერის კიდევ უფრო განმტკიცებას ისახავს მიზნად, რათა ქვეყნის ეკონომიკა საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის იყოს მზად მსგავსი მასშტაბის კრიზისთან გასამკლავებლად.

ქვეყნის მიზანია, საშუალოვადიან პერიოდში საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა.

მიუხედავად ბოლო წლებში მიღწეული ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესისა, მთავარ გამოწვევად რჩება საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობის მაღალი ხარისხი, რაც მიმდინარე ანგარიშის მაღალ დეფიციტში და მაღალ დოლარიზაციაში აისახება, რაზეც მიუთითებს ყველა სარეიტინგო სააგენტო, მათ შორის, S&P-ი.

ამჟამად, ქვეყნის მთავარ გამოწვევას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რატი იონათამიშვილი – ხალხი, ვინც დღეს კრიმინალზე პროპაგანდას ავრცელებს, რეალურად წარმოადგენს წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც კატასტროფული სიტუაცია იყო
ეკა კუპატაძე – ბრძოლის სერიოზული ეტაპი ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს, თუმცა მაინც შეიძლება ვთქვათ, რომ სამართალი აღდგა
კახა კახიშვილი - თითქმის მთელი ქვეყნის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენასთან დაკავშირებით განმარტებამ კითხვებზე პასუხების ნაცვლად, მეტი ეჭვი გააჩინა
ევროკავშირის წარმომადგენლობა - მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics