|
2026-08-06 13:10:35, 268 ნახვა
სამართალი
ეკა კუპატაძე – ბრძოლის სერიოზული ეტაპი ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს, თუმცა მაინც შეიძლება ვთქვათ, რომ სამართალი აღდგა
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბრძოლის სერიოზული ეტაპი გვაქვს გასავლელი, მაინც შეიძლება ვთქვათ, რომ სამართალი აღდგა, ყველა არასრულწლოვანი, რომელიც ფიგურირებს გიგა ავალიანის მკვლელობაში, დაკავებულია- ამის შესახებ გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „პროკურატურა იბრძვის, თავადაც არ გაჩერდება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა დამნაშავემ მოისმინოს მაქსიმალური სასჯელი“. „არის ორი ახალი დაკავებული, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, დანარჩენებს უკვე მისჯილი აქვთ. 19 ოქტომბერს, ღამით გავიგე, რომ გიგას დაესხნენ თავს, ალექსანდრე გაბაშვილის ოჯახის ახლობლები მოვიდნენ ჩვენთან და 20 ოქტომბერს უკვე გავიგე სახელი და გვარი – ნია იმენაძე. იმ წამიდან მესმის, რომ მას არ დაიჭერენ, ვერ დაიჭერენ, ვერ შეეხებიან. მე დავიწყე პირდაპირ ბრძოლა და 20 ოქტომბრიდანვე ვამბობდი, რომ იმნაძეს ელოდება საბრალდებო სკამი. მან გამოიგონა რაღაც სიგიჟე. წუხელ დედამისმა ტანტრუმი მოაწყო და მოხერხა კიდეც, ჩაითრია საზოგადოების გარკვეული ნაწილი. მე შევამოწმე, საზოგადოების რა ნაწილი აკომენტარებდა და მივხვდი, რა მიმართულებით აინტერესებთ მათ ამ საქმის წარმართვა. არავის ვაპატიებ, ბოლომდე ვიბრძოლებ, ყველა მოისმენს უმაღლეს სასჯელს. მადლობა პროკურატურას ჩემგან, ყველა გამომძიებელს, მთელ საგამოძიებო ჯგუფს, მადლობა ყველას, საქმის პროკურორებს. ნია იმნაძეს ტელეფონი ჩამოართვეს 10 ნოემბერს და 9 ნოემბერს, ღამით, მისი ტელეფონი გასუფთავდა სრულად. შემდეგ გარკვეული მასალები აღდგა, ამის შემდეგ გაგრძელდა ტელეფონის სხვა, უფრო ძლიერ აპარატზე დამუშავება და ინფორმაციის აღდგენა, თანამშრომლობდა პროკურატურა „მეტასთან“, ასევე სახლში იყო ფარული მოსასმენები დამონტაჟებული და მოხდა მისი განფარვა კარგა ხნით ადრე. შემდეგ ექსპერტიზას გადაეცა, რომ იდენტიფიცირება მომხდარიყო ნია იმნაძის ხმის, რადგან დაც თავისი თანატოლია და ხმა შესაძლებელია ყოფილიყო მისი და არა ნია იმნაძის. ამ იურიდიულ ფორმალობებს დასჭირდა დრო. მე ვთანამშრომლობ გამოძიებასთან აქტიურად. ჩემი დაკითხვაც იყო წინა კვირაში და მეც რამდენიმე მტკიცებულება საქმის მასალებში ჩავდე. ასე დეტალურად, ზუსტად რა მასალები ჩაიდო, მე არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი ის, რომ ნია იმნაძის თანდასწრებით დასქრინა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგას სურათები. როცა მე მივდიოდი სასამართლო პროცესზე, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილთან, მაშინ ერთმა ადამიანმა გამაგებინა და პირველად იმ სასამართლო პროცესზე გავაჟღერე, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა დასქრინა სურათები ნია იმნაძესთან ერთად. ალექსანდრე გაბაშვილმა სამარცხვინო 20 ლარი რომ ჩაურიცხა გიგა ავალიანს, მასხრად რომ აიგდო ჩემი შვილის სიცოცხლე, ამ დროს ის იყო ნია იმნაძესთან ერთად. მალანიები და იმნაძეები ახალ წელს ერთად ხვდებოდნენ, მაშინ, როდესაც მე და ჩემი შვილი სასაფლაოზე ვხვდებოდით გიგასთან ერთად, როცა ჩვენთვის დღესასწაული კი არა, დღე და ღამე გათანაბრდა“, – აღნიშნავს ეკა კუპატაძე.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)