18:45 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 11:31:28, 486 ნახვა

საზოგადოება
EMC მთავრობას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებისკენ მოუწოდებს

EMC მთავრობას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაცია ასევე, პარლამენტს მოუწოდებს, გაიაზროს რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სისტემური გამოწვევები და მისი მძიმე სოციალური ეფექტები და დროულად დაიწყოს ამ სფეროში ფუნდამენტური რეფორმები.

„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ბოლო დღეებში სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს და მოვუწოდებთ მთავრობასა და პარლამენტს გაიაზრონ რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სისტემური გამოწვევები და მისი მძიმე სოციალური ეფექტები და დროულად დაიწყოს ამ სფეროში ფუნდამენტური რეფორმები. მათ შორის, გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და დაუყოვნებლივ შექმნას ამ სფეროში რეფორმის დემოკრატიული და ინკლუზიური პროცესი.

მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი თემების მზადყოფნითა და სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით კონფლიქტის დეესკალაციისა და შერიგების მიზანი სოფელ ბუკნარში მიიღწა. თუმცა, მიგვაჩნია, რომ არსებითია სახელმწიფო უწყებებმა შეისწავლონ ამგვარი რელიგიური დევნის, შევიწროების, კონფლიქტებისა და გაუცხოების პრაქტიკის სისტემური სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური მიზეზები და მას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ, ასევე მაკრო და მიკრო სოციალურ დონეებზე პოზიტიური ჩარევითა და რეფორმებით უპასუხონ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics