|
2020-07-02 15:13:24, 1792 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში დასუფთავების აქცია გაიმართა
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მახათას მთის ფერდობის მწვანე ზოლის დასუფთავების აქცია გაიმართა. ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები და გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეებმა ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს, ასევე წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. „ტრადიციულად ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა რაიონში არსებული მწვანე ზონა დავასუფთავეთ. წელს, აქციის ფარგლებში, მახათას მთის ფერდობი, დაახლოებით, 5 000 კვადრატულ მეტრი ფართობი მოვიცავით. აღნიშნული ტერიტორია ეკოლოგიური თვალსაზრისით დედაქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის არის. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი კი, მწვანე სივრცეების მოვლა-შენარჩუნებაა. დასუფთავების აქციაში ჩართული იყო მძიმე ტექნიკაც“, -განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)