|
2020-06-30 13:31:05, 1727 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან ერთად, რათა მოვხდეთ უსაფრთხო ქვეყნების საბოლოო სიაში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების კრიტერიუმებს, რათა ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვდეს. მინისტრის თქმით, ევროკავშირის სიაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანა იყოს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო და კარგად მართული. „ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან ერთად, რომ საბოლოო სიაში, რომელიც ოფიციალურად იქნება ყველა წევრთან შეთანხმებული და გამოქვეყნდება, ჩვენ აუცილებლად ვიყოთ. ყველა კრიტერიუმით ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა. ეს არის პირველი და განმსაზღვრელი ამ სიაში მოხვედრის, როდესაც შენ ეპიდემიოლოგიურად ხარ უსაფრთხო, კარგად მართული და საიმედო ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ძალიან დადებითი მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ეს სია გახდება ცნობილი. ვაგრძელებთ ევროკავშირთან მუშაობას იმ პროცედურებზე, რასაც ალბათ შემოიღებს ან თანდართული იქნება ამ სიასთან ერთად, თუმცა მთავარია, რომ ჩვენ ამ სიაში უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)