17:37 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 13:39:25, 1800 ნახვა

საზოგადოება
დავით წითლიძემ და ირაკლი ქადაგიშვილმა, რეგიონში სარწყავი სეზონის მიმდინარეობასა და ადგილზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ და   კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, რეგიონში სარწყავი სეზონის მიმდინარეობასა  და ადგილზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე  განიხილეს სამელიორაციო სისტემებზე - მაგისტრალურ და გამანაწილებელ არხებზე უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტები.

ყურადღება გამახვილდა ანტიკრიზისული გეგმით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის, კერძოდ, მელიორაციის კუთხით   გათვალისწინებული შეღავათების შესახებ, ადგილობრივების მაქსიმალური ინფორმირების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. 

 საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით:

• შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული   დავალიანება, რომელიც 2020 წლამდე წარმოიქმნა, ფერმერებს სრულად ჩამოეწერებათ;

•  2020 წელს სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება ყველა ის წყალმომხმარებელი, ვინც სარგებლობს ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებით 10 ჰექტარამდე მიწის ფართობზე, რაც 1 ჰექტარზე 75 ლარამდე გადასახადს გულისხმობს.

აღნიშნული მიმართულებით, თემატური, საინფორმაციო - სამუშაო შეხვედრების ჩატარება, შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით, რეგიონის მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics