20:11 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ზურაბ აბაშიძე: აქტიური მხარდამჭერი ვიქნები, რომ ვიქტორ დოლიძე წარმატებული მინისტრი იყოს

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მიესალმება, თუკი ევროინტეგრაციის მინისტრად ვიქტორ დოლიძე დაინიშნება.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ რაიმე შემოთავაზება არ ჰქონია

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრის ზურაბ აბაშიძის მტკიცებით, ამ დრომდე „ქართული ოცნებიდან“ რაიმე შემოთავაზება არ ჰქონია.

ანი მიროტაძე დავით უსუფაშვილთან ერთად ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას არ გამორიცხავს

„ჩვენ არ ვაპირებთ ზოგიერთი პოლიტიკოსივით, პროცესი დავტოვოთ ამ გამოუცდელი პოლიტიკოსების ამარა“, - ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

უსუფაშვილი: ვვარაუდობ, მე და გუბაზ სანიკიძე სხვადასხვა ფლანგიდან გავაგრძელებთ ქვეყნის სამსახურს

პარლამენტის თავმდომარის დავით უსუფაშვილის ვარაუდით, ის და „ეროვნული ფორუმის“ ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე ქვეყნის სამსახურში საქმიანობას სხვადასხვა ფლანგიდან გააგრძელებენ. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა დღეს  ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლსკი: უსუფაშვილმა პარლამენტში საკუთარი თავი საუკეთესოდ გამოავლინა

„ვფიქრობ, პარლამენტში დავით უსუფაშვილმა საკუთარი თავი საუკეთესოდ გამოავლინა“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ  დავით უსუფაშვილის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

კეპულაძე ლარის კურსზე: მთავრობას უფრო მეტი მუშაობა მართებს და არა ტრამპზე და „ბრექსითიზე“ გადაბრალება

 „საქართველოს ეკონომიკის ტიპიდან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში ლარს გამყარების ტენდენცია ექნება, თუმცა ამ ეტაპზე დიდი ნუგეში ვერ იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი დოლარში აქვს“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“  თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ  ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

„ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, გამონაკლისი ვერ გაკეთდება“

“უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას უნდა გაითვალისწინონ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და რაიმე გამონაკლისი ამ თვალსაზრისით ვერ გაკეთდება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო „როსტურიზმის“ განცხადებას, სადაც ის მოუწოდებს რუსულ ტურ ოპერატორებს, ტურების გაყიდვისას რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მათთვის „არსებული  საფრთხეების“ შესახებ აცნობონ.

წულუკიანი: ყველა მაჟორიტარმა კეთილი ინებოს და საკუთარ ამომრჩეველთან უფრო აქტიურად იმუშაოს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს.

წულუკიანი: დიასპორის თემა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტების ნუსხიდან არ გაქრება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, დიასპორის თემებზე მუშაობა მთავრობისთვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს.

თეა წულუკიანი: საქართველოში ტურისტებს საფრთხე არ ემუქრებათ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსეთის ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც  ის მოუწოდებს  ტურ ოპერატორებს, ტურისტებს ის საფრთხეები გააცნონ, როლებიც მათ შესაძლოა საქართველოში ემუქრებოდეს.

დავით ნარმანია: „სითი პარკის“ ქმედებები და მოსაზრებები საღ აზრს მოკლებულია

„სითი პარკის“ ქმედებები და მოსაზრებები, საღ აზრს უკვე დიდი ხანია, მოკლებულია, თუმცა  სამწუხაროა, რომ ამას ვერ ვცვლით,- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანი: საქართველო ელექტრონული არჩევნებისთვის მზად არის, თუმცა ამას კანონმდებელთა მხარდაჭერა სჭირდება

ტექნოლოგიურადაც და კიბერუსაფრთხოების კუთხითაც სრულიად მზად ვართ, რომ საქართველოში ელექტრონული არჩევნები ჩატარდეს, თუმცა ამისთვის კანონმდებელთა მხარდაჭერაა საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებზე ყოველწლიური რეგიონული კონფერენციის შემდეგ განაცხადა.

ხოშტარია: ვინც არ უნდა გვესაუბროს, გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან და გავაგრძელებთ იმას, რაც გადავწყვიტეთ

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არ პასუხობენ,  ვინ იგულისხმა მიხეილ სააკაშვილმა  ახირებულ ერთ-ორ პერსონაში. პარტიის წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკმაყოფილების საფუძველი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისა და  პარლამენტში შესვლის საკითხი გახდა.

ჭიაბერაშვილი: ჩვენ ემოციურად, ნაწყენობის მიხედვით არ ვმსჯელობთ

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არ პასუხობენ,  ვინ იგულისხმა მიხეილ სააკაშვილმა  ახირებულ ერთ-ორ პერსონაში. პარტიის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ახლა სიმშვიდე  და  ერთიანობაა საჭირო:

ბოკერია: ქუჩაში პროცესების გადატანა უკეთეს შემთხვევაში ორთქლის გამოშვება იქნებოდა

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არ პასუხობენ,  ვინ იგულისხმა მიხეილ სააკაშვილმა  ახირებულ ერთ-ორ პერსონაში.

სააკაშვილი: არაფერი მაქვს საერთო ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, ვინც დამარცხებები გამოგვიწერა

„არაფერი მაქვს საერთო იმ ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც პრაქტიკულად დამარცხებები გამოგვიწერა, მათთან არაფერი მაქვს საერთო“, - ამის შესახებ  ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ  ვიდეოში განაცხადა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics