23:21 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
წულუკიანი ოთო კახიძეს: მესმის, რომ თქვენ არ მოგწონვართ და ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია

„ვანო მერაბიშვილის საქმეზე თქვენ იყავით ადვოკატი და  გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ გამარჯვებად ასაღებთ არ არსებობს დღეს, იმიტომ რომ გასაჩივრდა დიდ პალატაში და დიდმა პალატამ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არ შედის ძალაში“, - ასე უპასუხა  იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთო კახიძის კითხვას, რომლის შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეს ეხებოდა.

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორი იყო

„დღეს ჩვენი მთლიანი ვალი მშპ-სთან მიმართებაში არის 41.2 %, ხოლო საგარეო ვალი 39%-ს წარმოადგენს", - ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახი კალაძე: ელექტროენერგიას ყველა უშუქო სოფელში მივიყვანთ

ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებით,  ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

გახარია: ძირითადი გამოწვევა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, დასაქმების ზრდა და სავაჭრო დეფიციტის შემცირებაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით,  სახელმწიფოს  ძირითადი გამოწვევა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, დასაქმების ზრდა და სავაჭრო დეფიციტის შემცირებაა.

გიორგი გახარია: ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ყველაფერი საგარეო ფაქტორებს დავაბრალოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე პირობებში უწევს განვითარება.

წულუკიანი ელენე ხოშტარიას: მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით
წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობას“: დღეს სასამართლოს ვეღარ აკონტროლებთ და დაზაფრულები ხართ
ციხელაშვილი: ხელისუფლების ამოცანაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მექანიზმები ამოქმედდეს

2008 წლიდან მოყელებული ორივე ტერიტორიაზე, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, მანამდე არსებული საერთაშორისო მისიები შეწყდა და ის რეალობა მივიღეთ, როდესაც რუსეთი ამ ტერიტორიებს ფაქტობრივად ექსკლუზიურად აკონტროლებს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

თეა წულუკიანი: საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გაგრძელდება
წულუკიანი: არ მეყოფა დრო, ვისაუბრო იუსტიციის სამინისტროს როლზე ვიზალიბერალიზაციის პროცესების დადებითად დასრულებაში

არ მეყოფა დრო, ვისაუბრო იუსტიციის სამინისტროს როლზე, ვისაუბრო იმაზე, თითოულმა საჯარო მოხელემ რა გააკეთა ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესების დადებითად დასრულებისათვის, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

წულუკიანი ენმ-ს: გილოცავთ, რომ გაემიჯნეთ მავანს, რომელიც საქართველოსთან გვირაბის მეშვეობით კავშირის დამყარებას აპირებდა

„გილოცავთ, რომ გაემიჯნეთ მავანს, რომელიც საქართველოსთან გვირაბის მეშვეობით აპირებდა კავშირის დამყარებას“,-ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში  კომიტეტების  რამდენიმე გაერთიანებულ  სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

მღებრიშვილი: ინტერპოლი უახლოეს მომავალში გიგა ოთხოზორიას მკვლელის წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ინტერპოლი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის წითელი ცირკულარით ძებნას უახლოეს მომავალში დაიწყებს, - ამის შესახებ მრებრიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა ბოკერიას დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ინაშვილი "ოცნებას": იმსახურებთ იმას, რაც ახლა დარბაზში ხდება, „ნაციონალური მოძრაობა“ თქვენ გააცოცხლეთ

"ქართული ოცნება" იმსახურებს იმას რაც ახლა დარბაზში ხდება, იმიტომ, რომ ეს ხალხი თქვენ გააცოცხლეთ, - ასე აფასებს "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ირმა ინაშვილი კომიტეტების სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასმულ მწვავე კითხვებს და მინისტრობის კანდიდატებს კითხვებით მიმართავს.

იზორია ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე: საკეკლუცოდ და მეტიჩრობისთვის ვერ წავიდოდი

„საკეკლუცოდ და მეტიჩრობისთვის  მე ვერ წავიდოდი, კონკრეტული თემისთვის  ჩვენ შევთანხმდით, რომ შედგება ნატო-საქართველოს კომისია, მათ შორის რუმინეთში, რომელიც მთავრობას  იანვარში დააკომპლექტებს და უფრო კონკრეტულად  ჩამოყალიბდება ჩვენი თანამონაწილეობის საკითხზე. ეს საკითხი იქნება თებერვალში განხილული“,-ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ელენე ხოშტარიას კითხვას თუ რატომ არ მიიღო მან მონაწილეობა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე.

სუბარი: სტიგმა, რომელიც დევნილობასთან დაკავშირებით არსებობს, ნელნელა უნდა მოიხსნას

„რაღაცნაირი სტიგმა, რომელიც დევნილობასთან დაკავშირებით არსებობს  ნელნელა უნდა  მოიხსნას და საბოლოო მიზანი ბუნებრივია არის  სანამ დაბრუნება მოხდება, დევნილობა დარჩეს მხოლოდ პოლიტიკური მდგენელი როგორც უფლება საკუთარ სახლში დაბრუნების  და სხვა მხრივ ყველანაირად იყონ ინტეგრირებულნი“,-ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა პარლამენში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

თეა წულუკიანი: პროკურატურის რეფორმა უნდა გაგრძელდეს

 იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურის რეფორმა უნდა გაგრძელდეს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics