საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი, სკოლაში მყოფი მოსწავლეების დოკუმენტაციის კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობა იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გენერალური დირექტორის მხრიდან უკვე შევიდა 2 წინადადება. პირველი ესაა საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი და მეორე საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების 3 წლიანი გეგმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად წარდგენილი მანანა კობახიძის დამოუკიდებლობაზე საუბარი სასაცილოა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საუბარის აუდიოჩანაწერის ავთენტურობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დანიშვნისას პოლიტიკური წარსული ნაკლი არ არის.
გადაცემის „რეალური სივრცე“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეხვდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატის მანანა კობახიძეს განცხადაბით, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი არ არის, მაგრამ მოსამართლე კონსტიტუციისა და საზოგადოების წინაშეა ანგარიშვალდებული.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, 2012 წლიდან მოყოლებული თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი მიზანი გახდა და სწორედ ამ მიზნებისთვის კეთდება ფარული ჩანაწერების ფაბრიკაციაც.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, სადაც ის სავარაუდოდ იუსტიციის ყოფილ მინისტრ, ზურაბ ადეიშვილს ელაპარაკება, "უმოწყალო მონტაჟია".
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის კრიზისიდან გამოსვლის აუცილებელ გზებზე ისაუბრა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გამოძიება ჩატარდეს ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს'', - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა უზენაესი სასამარლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარკვეული გადაცემების დახურვა იგეგმება, სპეკულაციაა, რომელიც უნდა დასრულდეს:
შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის, ელგუჯა დავითაძის განცხადებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ბოლო მონიტორინგის ბათილობასთან დაკავშირებით, სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროში“ მოვაჭრეების შეშვება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ მოხდება.
ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილის შეფასებით, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი უმძიმესია და ამით ინსტიტუციური სტაბილურობა ეჭვქვეშ დგება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More