გიგაური: ისეთი მოსამართლეები დაინიშნენ, პროცესზე ნაწამები ხალხი რომ წინ ედგათ და არ ეკითხებოდნენ, ვინმემ ხომ არ გაწამაო
გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებებია შესული, თუმცა კონსტიტუციის დონეზე მოსამართლის დანიშვნის წესის გამჭვირვალობის ვალდებულება გაწერილი არ არის.