"თუ თორდიაა დასასჯელი თორდია უნდა დაისაჯოს, თუ ფარცხალაძეა დასასჯელი, ფარცხალაძე, თუ ორივეა, ორივე უნდა დაისაჯოს",- ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სახელმწიფო აუდიტის უფროსსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის მომხდარი ინციდენტსა და მიმდინარე გამოძიებას.