სასჯელაღსრულების სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა განაცხადებს იღებს
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო, სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატურებზე გამოცხადებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით, განაცხადების მიღებას განაგრძობს. ვაკანსიები არასამთავრობო ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულების კვოტითაა გამოცხადებული და არაანაზღაურებადია.