შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის მხრიდან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტის ბაქარ ყორშიას ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
ანაკლიაში, GEM fest-ის მიმდებარე ტერიტორიაზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდამჭერი დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდონეზიის რესპუბლიკის პოლიციის ეროვნული საბჭოს მდივანი, ბექტო სუპრაპტო, დელეგაციასთან ერთად, პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია.
კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს „შარავანდის“ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით, ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანიდან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის გენერალ-მაიორმა მინდია ლორთქიფანიძემ აშშ-ს ჯორჯიის შტატის 78-ე საჯარისო დანაყოფის მეთაურს, გენერალ ტომას ბლექსტოკსა და აშშ-ს ევროპული სარდლობის დელეგაციას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე უმასპინძლა.
რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მოქალაქე დ.ტ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარუდგინა.
რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოგეშვარ სანგვანს შეხვდა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More