|
2020-03-17 13:27:58, 2039 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში დარეგისტრირდება ინიციტივა, რომელიც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის სანქციებს დააწესებს
„დღესვე, დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ჯარიმა ან შესაბამისი სასჯელი იქნება მათთვის, ვინც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევას ეცდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ წესების დარღვევისთვის დაწესდეს ადმინისტრაციული პატიმრობაც. „საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას და დღესვე, დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, იქნება სავარაუდო ჯარიმა და შესაბამისი სასჯელი მათთვის, ვინც შეეცდება, დაარღვიონ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესები. სამწუხაროდ, ეს საჭირო გახდა იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობა ვინც თვითიზოლაციაშია, პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს, მაგრამ არიან გამონაკლისები, რომლებიც ამ წესს არ იცავენ. ჩვენ უფრო ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში დაჩქარებული წესით შევიტანთ ცვლილებებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურად მკაცრები ასეთი შემთხვევების მიმართ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ და განვიხილავთ ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობასაც. თუმცა, წინასწარ არ შეიძლება ამაზე საუბარი, დღეს გვექნება კონსულტაციები უმრავლესობასთან და საღამომდე უკვე იქნება კანონპროექტი დარეგისტრირებული“ ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)