|
2026-07-16 00:28:23, 234 ნახვა
ეკონომიკა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
საქართველოს ბანკი - სუხიშვილების გენერალური სპონსორი 20 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები მაყურებელს "თაკარას" ღია სცენაზე ახალ პროგრამას - "რეკონსტრუქცია" წარუდგენს. განახლებული სივრცე, ახალი დადგმები და სპეციალურად ამ სეზონისთვის შექმნილი მუსიკა, ქორეოგრაფია და კოსტიუმები უკვე მესამე წელია "თაკარას" ზაფხულის ერთ- ერთ გამორჩეულ კულტურულ მოვლენად აქცევს. ქართული ცეკვა მხოლოდ ქორეოგრაფია არასდროს ყოფილა - ის ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობას ინახავს. 80 წელია, „სუხიშვილები“ ამ მემკვიდრეობას მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე აცოცხლებენ და ტრადიციას მუდმივად ახალ ფორმებს სძენენ. სწორედ ამ უწყვეტი განვითარების იდეის გაგრძელებაა საქართველოს ბანკისა და SOLO- ს მხარდაჭერით შექმნილი "თაკარა" - სივრცე, სადაც კლასიკური ქართული ქორეოგრაფია თანამედროვე შემოქმედებით ძიებას ხვდება. "თაკარა" განსაკუთრებული ფორმატით გამოირჩევა - ახალ შემოქმედებით იდეებთან და ექსპერიმენტულ დადგმებთან ერთად ღია სივრცეში მაყურებელი წარმოდგენას მაქსიმალურად ახლოდან ადევნებს თვალს, რაც მოცეკვავეების ტექნიკის, სინქრონისა და ენერგიის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის და სცენასა და აუდიტორიას შორის არსებულ საზღვრებს ამცირებს. წლევანდელი პროგრამა "რეკონსტრუქცია" სწორედ ამ იდეის გაგრძელებაა. სპეციალურად "თაკარასთვის" შექმნილი ახალი დადგმები ტრადიციულ ქართულ ქორეოგრაფიას თანამედროვე მუსიკასთან, სცენურ გადაწყვეტებსა და ვიზუალურ ხელწერასთან აერთიანებს, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სუხიშვილების მუდმივ სწრაფვას განვითარების, ექსპერიმენტისა და სიახლისკენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი მრავალი წელია სუხიშვილების გენერალური სპონსორია და ანსამბლთან ერთად ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და იმ მემკვიდრეობის გაგრძელებას, რომელიც ათწლეულებია ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ სიმბოლოდ რჩება. 20 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე "თაკარაზე" გამართული წარმოდგენების ბილეთების შეძენას SOLO მომხმარებლები Biletebi.ge-სა და TKT.ge-ზე SOLO ბარათით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. სუხიშვილები - საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება. საქართველოს ბანკი - სუხიშვილების მთავარი სპონსორი.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)