06:41 - 28 Jul, 2026
|
2020-01-24 14:01:10, 1823 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული ახალგორის ე.წ საზღვარი დროებით გაიხსნა
საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ახალგორის ე.წ საზღვარი დროებით გახსნა. ახალგორში მცხოვრებთა ნაწილს დაბის დატოვების უფლება მიეცათ. აღნიშნულ ფაქტს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ე.წ გამშვები პუნქტი ცოტა ხნის წინ გაიხსნა. არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორიდან აღნიშნული გადმოსასვლელით სარგებლობას ათი დღის განმავლობაში შეძლებს ყველა, ვისაც ე.წ დოკუმენტაცია არ აქვს წესრიგში. შეგახსენებთ, რომ ე.წ საზღვარი 5 სექტემბერს ჩაიკეტა. დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილება ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს და იქ არსებულ კრიზისულ ვითარებას უკავშირდება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)