23:26 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-27 22:04:14, 257 ნახვა

როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა

პროტესტი თბილისის საკრებულოსთან - პოლიციამ თავისუფლების მოედანზე ნოდარი წიწარიშვილი დააკავა.

მოქალაქები საკრებულოსთან იდგნენ ფურცლებით, რომლებზეც სხვადასხვა ტექსტები იყო დატანილი, მათ შორის უცენზურო შინაარსის.

მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, გოგა მემანიშვილი, რომელსაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ მოქალაქე “თეთრ ფურცელზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს“, რაზეც მემანიშვილმა თქვა, რომ ფერს მნიშვნელობა არ აქვს. მისივე თქმით, ერთი პირი ადმინისტრაციულად არის დაკავებული.

რა მნიშვნელობა აქვს თეთრი [ფურცელი] იქნება, თუ შავი. ვინც დაარღვია ის დავაკავეთ. არ აქვს ამას მნიშვნელობა [რამდენის დაკავებას ვაპირებთ]. თუ რაიმე სახის სამართალდარღვევაა პოლიციელების მხრიდან, გადაცდომა, შესაბამის უწყებას შეგიძლიათ მიმართოთ, წარუდგინოთ თუ რაიმე მტკიცებულება გაქვს და რეაგირება მოჰყვება. არ მინახავს [როგორ აკავებდნენ გუშინ მოქალაქეებს]. შესაბამის უწყებას წარუდგინეთ [ვიდეო მტკიცებულება]... ვიდეოს როგორ ვერ ვხედავ, მაგრამ დარღვევას ვერ ვხედავ, თუ თქვენ თვლით, რომ ეს დარღვევაა შესაბამის უწყებას... რა თქმა უნდა არის და თუ ფიქსირდება, რომ რაიმე სახის გადაცდომაა პოლიციელის, მიბრძანდით, წარუდგინეთ და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. არა [არ არის კანონდარღვევა, რაც ვნახე]... კარგით პირველად ხომ არ ხდება ასეთი მსგავსი ფაქტი..." - ამბობს გოგა მემანიშვილი.

თეთრი ფურცლით გაპროტესტება მოსკოვში (ასევე ცნობილი როგორც „ცარიელი ფურცლის“ ან „თეთრი ფურცლის“ პროტესტი) არის პოლიტიკური აქტივიზმისა და დემონსტრაციის უკიდურესი ფორმა, რომელიც მიმართულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და მკაცრი სახელმწიფო ცენზურის წინააღმდეგ. რუსეთის დედაქალაქში ამ სიმბოლომ განსაკუთრებული აქტუალობა:

  • 2019–2021 წლებში: მიმართული იყო შეკრების თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ (მაგალითად, აქტივისტების დაკავება მოსკოვის წითელ მოედანზე ცარიელი პლაკატებით).
  • 2022 წლიდან: ფართოდ გამოიყენებოდა როგორც ანტისაომარი პროტესტის ფორმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. [1, 2, 3, 4]

პროტესტის არსი და სიმბოლიზმი

  • სიტყვების გარეშე: დემონსტრანტები ქუჩაში ან მოედნებზე გადიან მხოლოდ სუფთა, თეთრი A4 ფორმატის ფურცლით ან ცარიელი მუყაოს პლაკატით.
  • აზრის გამოხატვა: აქციის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ „ყველამ ისედაც იცის, რაც წერია ფურცელზე“.
  • ცენზურის მხილება: ცარიელი ფურცელი ააშკარავებს, რომ ქვეყანაში ყოველგვარი ტექსტი თუ კრიტიკა აკრძალულია.




ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics