|
2020-01-24 12:55:58, 1039 ნახვა
საზოგადოება
ნიკა გვარამია - მე-8 წელია მთელი ოჯახი ვცხოვრობთ, როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი
„ჩვენ, მთელი ოჯახი უკვე მერვე წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გვარამიას თქმით, მისი ოჯახი განუწყვეტელი თვალთვალისა და საფრთხის წინაშეა. „ჩვენ, მთელი ოჯახი უკვე მერვე წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორც არა მეორეხარისხოვანი მოქალაქეები, არამედ როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი. ჩემი ოჯახი არის განუწყვეტელი თვალთვალის და სასიშროების ქვეშ ამ ხელისუფლების გამო. იცით, რომ ერთ-ერთი საქმე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ სრულიად უსაფუძვლოდაა წამოწყებული ეხება მანქანას, რომელიც ჩვენი ოჯახის სარგებლობაში იყო და ჩვენ ეს არც დაგვიმალავს. ამ ავტომობილით სარგებლობდნენ ჩემი მეუღლე და ბავშვები. ცხადია, ამაში დანაშაული არ არის, რადგან ეს ნასყიდობის ხელშეკრულებით მოხდა. მაგრამ პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ უნდა დაედგინა ეს მანქანა, რეალურად არის თუ არა ჩვენი ოჯახის სარგებლობაში. ეს ჩვენთვის, რომ ეკითხა, დავადასტურებდი, თუმცა არავის უკითხავს. მიუხედავად ამისა, გამოტანილ იქნა დადგენილება ამ საკუთრების დასადგენად, თვალთვალის გამოყენებით. ამაში მონაწილეობა მიიღო ქართულმა სასამართლომ და პროკურატურამ. პირობას ვაძლევ ყველას, მძიმედ დავსჯი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)