|
2020-01-23 12:36:14, 1435 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კორონავირუსზე: მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო
„მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო, ამდენად ჩვენ დღეს აქცენტს ვაკეთებთ საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებაზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სამედიცინო ქსელის ინფორმირება იმ შემთხვევაში, თუ მათთან პაციენტი ჩინეთის კონკრეტულ რეგიონებში მოგზაურობის ისტორიით შევიდა. „მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო, ამდენად ჩვენ დღეს აქცენტს ვაკეთებთ საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებაზე როგორც მოგზაურებისთვის, ასევე ქვეყანაში შემოსული პირებისთვის. სასაზღვრო ზონაში მნიშვნელოვანია რომ იყოს ბანერები და ფლაიერები იმ ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოგზაური, რომელიც ქვეყანაში შემოდის ჩინეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან, თუ მას აღმოაჩნდება ამ ინფექციასთან დაკავშირებული სავარაუდო სიმპტომები. მითითებული იქნება ცხელი ხაზის ნომრები, რათა დროულად მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში. მოხდება ცხელი ხაზის და სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა მომზადება, რომ მათ გამოიკითხონ მოგზაურობის ისტორია, ასევე, მოხდება ზოგადი სამედიცინო ქსელის ინფორმირება, თუ მათთან შემოვიდა პაციენტი ჩინეთის კონკრეტულ რეგიონებში მოგზაურობის ისტორიით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ხელისუფლების ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსმა 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაიფინცირებულთა რიცხვი კი 500-მდე გაიზარდა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)