|
2020-01-22 13:13:33, 993 ნახვა
საზოგადოება
თბილისში წელს რამდენიმე გამზირის რეაბილიტაცია იგეგმება
დედაქალაქისთვის მიმდინარე წელი განსაკუთრებული იქნება, რადგან ბიუჯეტის მოცულობა გაზრდილია და პროექტები, რომელიც განხორციელდება, თბილისელებისთვის თვალშისაცემი იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და გასულ წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელს გასულ წლებთან შედარებით, ორჯერ მეტი თანხა დაიხარჯა. „მინდა გაგიზიაროთ 2019 წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები. დედაქალაქის ბიუჯეტიდან არსებული გზების რეაბილიტაციაზე და ახალი პროექტების განხორციელებაზე, დაახლოებით, 100 მლნ ლარი დაიხარჯა. თუ გადავხედავთ გასულ წლებს, ამ მიმართულებით ორჯერ მეტი თანხაა დახარჯული. ჩვენ დავიწყეთ ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელება, როგორიც არის ჭავჭავაძის გამზირის, კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია, ასევე, გლდანში ორი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია; მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა; ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოები და როგორც გითხარით წლევანდელი წელი ამ კუთხით განსაკუთრებული იქნება“, - განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერმა რამდენიმე გამზირისთვის რეაბილიტაციის ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრა. „ეს არის ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია; საბურთალოს რაიონში - ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა და რეაბილიტაციას საჭიროებს; დიდუბის რაიონში - აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია; საბურთალოს რაიონში - მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოწყობის სამუშაოები. კერძოდ, ვეფხვი და მოყმესთან გვსურს, გავაკეთოთ ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები, გვირაბებითა და პანდუსებით, რათა შუქნიშანი საჭიროებას არ წარმოადგენდეს; ასევე, საბურთალოს რაიონში ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდი გაკეთდება. დაახლოებით, იმ ადგილზე, სადაც ახლა საფეხმავლო ხიდია, იქვე ახლოს განხორციელდება აღიშნული პროექტი და ბაგები-საბურთალო ერთმანეთს საავტომობილო გზით დაუკავშირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ყველა პროექტის ერთად განხორციელება შეუძლებელია, რადგან ეს ქალაქში სრულ კოლაფსს გამოვიწვევს. შესაბამისად, მათი განხორციელების პერიოდები ისე გადანაწილდება, რომ სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტი მოქალაქეებს შეუმსუბუქდეს. თბილისის მერმა განაცხადა, რომ აღნიშნული სამუშაოების წარმოების გარეშე, ქალაქში გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა შეუძლებელი იქნება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)