05:19 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-21 10:51:09, 802 ნახვა

საზოგადოება
ხატია წილოსანმა ბერლინში გამართულ სოფლის მეურნეობის მინისტრთა მე-12 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ბერლინში გამართულ სოფლის მეურნეობის მინისტრთა მე-12 კონფერენციაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი 70-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციის წევრებთან ერთად მონაწილეობდა.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე მსჯელობის შემდეგ,  კომუნიკე შემუშავდა. 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგატები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებმა აგრარული პოლიტიკის განსაზღვრის დროს პრიორიტეტად უნდა დასახონ კლიმატგონივრული აგრარული სექტორის განვითარება, მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერა და სამართლიანი სავაჭრო პირობების უზრუნველყოფა.

„კონფერენციაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოში მოსახლეობის ზრდის ტენდენცია, კლიმატის ცვლილები პირობებში, უსაფრთხო საკვები პროდუქტების დეფიციტის საფრთხეს ქმნის. სწორად ამიტომ არის მნიშნელოვანი სწორი აგრარული პოლიტიკის განსაზღვრა, რაც თავის თავში თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგების დანერგვას უპირობოდ ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს კლიმატგონივრული პოლიტიკის დანერგვაზე. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის და აგრარულ სექტორში წარმოების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვისთვის“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics