04:08 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 10:58:39, 1070 ნახვა

საზოგადოება
NDI - ლიდერების რეიტინგში პირველ ადგილზე კახა კალაძე, ბოლოზე კი, სალომე ზურაბიშვილია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ლიდერებიდან ყველაზე დადებითად დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობას აფასებს.

კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა, ყველაზე მეტი, 13% ძალიან კარგად აფასებს.

31% დადებითად, 32% - საშუალოდ, 16% - ცუდად, 6% - ძალიან ცუდად, 1%-მა კი კითხვაზე არ უპასუხა.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მუშაობა ძალიან კარგად გამოკითხულთა 4%-მა შეაფასა, მის საქმიანობას 17% კარგად აფასებს, საშუალოდ - 34%, ცუდად - 24%, ძალიან ცუდად - 10%, ხოლო 10%-მა კითხვაზე არ უპასუხა.

ამავე კვლევის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა მხოლოდ 1% აფასებს, 12% მის საქმიანობას კარგად მიიჩნევს, 30% - საშუალოდ, 25% - ცუდად, 11% - ძალიან ცუდად, ხოლო 20%-მა კითხვაზე არ უპასუხა.

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს. 8% - კარგად, საშუალოდ 31%, ცუდად - 34%, ძალიან ცუდად - 20%, ხოლო გამოკითხულთა 6%-მა კითხვაზე არ უპასუხა.

კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics