|
2020-01-15 11:36:48, 1089 ნახვა
საზოგადოება
სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა - Human Rights Wath-ის ანგარიში
Human Rights Wath-ი ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ანგარიშში საუბარია გასული წლის ივნისში გამართულ „პრაიდის კვირეულსა“ და შვედურ-ქართული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე. „პირველად საქართველოს ისტორიაში აქტივისტთა ჯგუფმა „პრაიდის კვირეული“ დაგეგმა 22 ივნისისთვის, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ღონისძიება და „ღირსების მარში“ უნდა ჩატარებულიყო. 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ეს ღონისძიებები გარეთ ვერ გაიმართებოდა მონაწილე პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო. 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, „არ დაეშვა“ პრაიდის თბილისში ჩატარება, რადგან ეს „ყოვლად მიუღებელი“ იყო. ორი დღის შემდეგ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებსაც ულტრაკონსერვატორი ბიზნესმენი ლევან ვასაძე ხელმძღვანელობდა, აქცია მოაწყვეს, რომელზეც ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ და გეი ადამიანების წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიდნენ. პოლიციამ ვასაძის განცხადებების გამოძიება დაიწყო. ეს გამოძიება არ იყო დასრულებული ამ ანგარიშის მომზადების მომენტისთვის. „პრაიდის“ ღონისძიებები შენობაში ჩატარდა. 8 ივლისს 40-მდე აქტივისტმა და ლგბტ უფლებების დამცველმა „ღირსების მარში“ გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ. ნოემბერში, ულტრანაციონალისტურმა ჯგუფებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს გეი შეყვარებულების თემაზე გადაღებული შვედურ-ქართული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ თბილისსა და ბათუმში. ამ აქციების დროს ისინი ფილმის სანახავად მისულ მოქალაქეებს აშინებდნენ და ზოგ შემთხვევაში, თავს ესხმოდნენ კიდეც. პოლიციამ დააკავა 27 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის ბრალდებებით, ხოლო ერთი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი გამოძიება“, - ნათქვამია ანგარიშში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)