|
2020-01-14 13:28:20, 1335 ნახვა
საზოგადოება
ზღვის უბანში, 4 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყო
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის X კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ, ავტოსადგომადქცეულ ტერიტორიაზე, სკვერი და სპორტული სივრცე მოეწყო. რეკრეაციული ზონის ფართობი 4 500 კვ.მ-ია. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაირგო ნერგები, მოეწყო სარწყავი სისტემა, განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა. ახალი დასასვენებელი სივრცე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა. „აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად იყო გადაქცეული. ადგილობრივ მოსახლეობას დასასვენებელი სივრცე, ბავშვებს კი გასართობი ადგილი არ ჰქონდათ. საპარკე ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა. ტერიტორია სამ ფუნქციურ ზონად დავყავით: მოვაწყეთ სკვერი, სპორტული მოედნები და ასევე, პარკინგი, რომელიც მოსახლეობით მოთხოვნით, შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც გაგრძელდება მსგავსი ტიპის პროექტები - გვექნება ახალი დასასვენებელი და სპორტული სივრცეები“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ზღვის უბანში ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 260 000 ლარი გამოყო.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)