|
2020-01-07 16:37:51, 1733 ნახვა
საზოგადოება
მეუფე პეტრე - დეკანოზი მამალაძე წერილში, პატრიარქის მაკომპრომატირებელი მასალის გასაჯაროებით იმუქრებოდა
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა აცხადებს, რომ წერილი, რომელიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციხიდან მას და კიდევ 3 მღვდელმთავარს გამოუგზავნა, შეიცავს მაკომპრომატირებელ მასალას პატრიარქზე. მეუფე პეტრეს თქმით, ამ წერილის გასაჯაროებაზე ფიქრობდა საპატრიარქო, თუმცა იქ იყო ისეთი აქცენტები, რაც დააზიანებდა პატრიარქს. „წერილი, რომელიც მოგვივიდა 4 მღვდელმთავარს, რომელსაც მე „ბედუკაძეობა“ ვუწოდე, მისი მიღების შემდეგ მღვდელმთავრებსა და ადრესატებს ვთხოვე, რომ შესულიყვნენ მამა გიორგისთან და დახმარებოდნენ მას, ვინაიდან ის უკვე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო ამ წერილიდან გამომდინარე, რადგან საუბრობდა მუქარის ენით, თუმცა მე ვერ ავიღე ამ წერილის გასაჯაროების პასუხისმგებლობა. როგორც ჩემთვის ცნობილია, საპატრიარქოში ფიქრობდნენ მის გასაჯაროებაზე, მაგრამ ქალბატონი წავიდა წინააღმდეგ, რადგან იქ იყო ისეთი აქცენტები, რაც დააზიანებდა პატრიარქსა და საპატრიარქოს. იქ არის ნახსენები, რომ მასალა მაკომპრომატირებელი პირველი პირისა არის საზღვარგარეთ გატანილი და მამალაძე წერს, რომ თუ საპატრიარქო არ დამიდგება გვერდში, მოხდება ამის გასაჯაროვება, რაც დანაშაული იყო, მაგრამ ამ პრობლემას დღემდე სწორედ ვერ მივუდექით. იმის მაგივრად, რომ მამაოსთან შესულიყვნენ და მას ფსიქოლოგიურად დახმარებოდნენ, საპატრიარქოს უპასუხისმგებლო იურისტი გამოიყვანეს და მე დამადანაშაულეს, რომ მე მინდა პატრიარქის მოკვდინება“, - განაცახდა პეტრე ცაავამ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)