01:47 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 16:09:45, 1799 ნახვა

საზოგადოება
მეუფე პეტრე პატრიარქის ეპისტოლეზე: ფარისევლის ლოცვას უფალი არ ისმენს

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი არაფრისმთქმელი ეპისტოლე არ ახსენდება.

მისი თქმით, ღმერთი ისმენს მხოლოდ მართალი და წმინდა ადამიანის ლოცვას, პატრიარქმა კი „ფარისევლის პოზიცია“ არჩია.

„არ მახსოვს ასეთი არაფრის მთქმელი ეპისტოლე. პატრიარქმა მხოლოდ ლოცვა აღავლინა და მოინდომა, საზოგადოება დაერწმუნებინა იმაში, რომ ღმერთი არის მათთან, მაგრამ ღმერთი არის სიმართლეში და არა ძალაუფლებაში. თითქოს ის ლოცულობს ყველასთვის და კეთილი მწყემსის, მლოცველი მამის სახე მიიღო, რაც, რა თქმა უნდა, ფარისევლობა.

ლოცვას უფალი ისმენს მხოლოდ მართალი და წმინდა ადამიანისას. ფარისევლის ლოცვას უფალი არ ისმენს, ეს სახარებაშიც წერია. ფარისეველი ნაკლებად გამართლებული გამოვიდა, მას რომ ლოცვა აღევლინა მეზვერისეული, უფრო სათნო იქნებოდა, მაგრამ მან ფარისევლის პოზიცია აირჩია, რომელიც ამბობს რომ ღმერთი არის ჩვენთან“, - განაცხადა პეტრე ცაავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics