00:36 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-04 13:55:54, 2188 ნახვა

საზოგადოება
რესპუბლიკის მოედანზე გარემოვაჭრეებისთვის ადგილის გამოყოფის მოთხოვნით მერიასთან აქცია გაიმართება

გარემოვაჭრეები, მოძრაობა „შეცვალე“ და „ლეიბორისტული პარტია“ დღეს, 15:00 საათზე, თბილისის მერიასთან აქციას გამართავენ.

როგორც "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, აქციის მონაწილეები  რესპუბლიკის მოედანზე, გარემოვაჭრეებისთვის სპეციალური ადგილის მოწყობას მოითხოვენ.

„ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ დაკავებებით და დაპატიმრებებით, ეს პოლიტდაპატიმრება ჩემთვის უკვე ჩვეულ ამბად იქცა და გუშინ, აი ამ ფორმით ჩაშლილი აქცია მერიასთან გაიმართება დღეს 3 საათზე. ამით ერთის მხრივ სოლიდარობას გამოვხატავთ მალხაზ მაჩალიკაშვილის და გარემოვაჭრეების მიმართ, მეორეს მხრივ კონკრეტულად მოვითხოვთ, რომ , გარემოვაჭრეებისთვის სპეციალური სავაჭრო ადგილი მოეწყოს რესპუბლიკის მოედანზე და არ აიძულონ ისინი სხვის სისხლზე ივაჭრონ, რაზეც მათ უარი თქვეს. იგულისხმება მალხაზ მაჩალიკაშვილის დარბეული კარავი და ის ადგილი, სადაც  გომურმა, სულაშვილმა და სხვებმა დაკარგეს თვალი, ჯანმრთელობა და ა.შ.“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს პარლამენტის წინ, დასუფთავების სამსახურმა, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი აიღო და მის ნაცვლად, საბავშვო ატრაქციონები დაამონტაჟა. მერიამ გარემოვაჭრეები პარლამენტის წინ გაუშვა და რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობის უფლება არ მისცა, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics